მადრიდის „რეალის“ მორიგი სამიზნე პოლ პოგბაა. როგორც Marca იტყობინება, „სამეფო კლუბმა“ მიზნად დაისახა, რომ ფრანგის ტრანსფერი 1-ელ ივლისამდე დახუროს, რადგან პოგბამ გუნდთან ერთად შეკრების სრულფასოვნად გავლა მოახერხოს.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ფრანგი ნახევარმცველის გაყიდვა არ სურს, მაგრამ გუშინ თავად ფეხბურთელმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ გუნდის შეცვლა უნდა და ამიომ არაა გამორიცხული ინგლისელებმა პოზიცია შეიცვალონ.
ზინედინ ზიდანი ნახევარდაცვის ცენტრის გამაგრებას სწორედ პოგბათი აპირებს, ხოლო „რეალი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 7 ივლისიდან დაიწყებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, პოგბა „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება.
ახლა ეს წოდება გარეთ ბეილს აქვს, რომლის სანაცვლოდ „ბლანკოსმა“ 101 მილიონი ევრო გადაიხადა. პოგბა კი, მინიმუმ 105 მილიონ ევროდ ფასობს. მადრიდულ გრანდს 26 წლის ფრანგისთვის ბრძოლაში ერთადერთი კონკურენტი ჰყავს - „იუვენტუსი“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მე ვნახე რაკიტიჩში და კოუტინიოში უცვლის ბარსაო
კოუტინიომ დებილი კი ვარ ლივერპულიდან რო წამოვედი მარა მთლად მასეთიც არა იუნაიტედში რო წავიდეო
ზუსტად ასე დაწერა სქაიმ მიდის ბარსადაც მარა იუნაიტედი არც განიხილება ლივერპულის პატივისცემის გამოო
მანჩესტერმა სულ გვკიდია რას ამბობს პოგბა მაგის გაშვებას არ ვაპირებთოო :დდ
მაგ მწვრთნელმა გაფარჩაკებული რეალი ჩაიბარა და ტრანსფერების გარეშე 3 ლიგა მოიგო!