ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მოახლოვდა და ხვალ შვეიცარიის ქალაქ ნიონში წილისყრა გაიმართება. შესაბამისად, ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხივე ქართული გუნდის მეტოქე გვეცოდინება.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ევროსარბიელზე პირველად იასპარეზებს და ბუნებრივია, რომ განუთესავთა შორისაა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სავარაუდო მეტოქეები კი განთესილები არიან:
„სელტიკი“ (შოტლანდია), „ბატე“ (ბელარუსი), „ასტანა“ (ყაზახეთი), „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „მარიბორი“ (სლოვენია), „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „შერიფი“ (მოლდოვა), „როსენბორგი“ (ნორვეგია), „ჰიკი“ (ფინეთი), „დანდალკი“ (ირლანდია), „დუდელანჟი“ (ლუქსემბურგი), „შკენდია“ (მაკედონია), „ნიუ საინტსი“ (უელსი), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), „აიკი“ (შვედეთი).
რაც შეეხება ევროპა ლიგას, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა სამშაბათს, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხშაბათს გაიმართება. ქუთაისის „ტორპედო“ და საჩხერის „ჩიხურა“ განუთესავები არიან და შესაბამისად, განთესილი მეტოქე ერგებათ. განთესილი გუნდების სია კი ასეთია:
„ლეგია“ (პოლონეთი), „სტიაუა“ (რუმინეთი), „მალმე“ (შვედეთი), „მიოლდე“ (ნორვეგია), „აპოლონი“ (კვიპროსი), „ჰაპოელი“ (ისრაელი), „ვიდი“ (უნგრეთი), „დინამო“ (ბელარუსი), „სპარტაკი“ (სლოვაკეთი), აეკ (კვიპროსი), „ჰაიდუკი“ (ხორვატია), „ბრონდბიუ“ (დანია), „ჟალგირისი“ (ლიეტუვა), „აბერდინი“ (შოტლანდია), „რეინჯერსი“ (შოტლანდია), „ჟლინსკი“ (ბოსნია), „ყაირატი“ (ყაზახეთი), „კუკეში“ (ალბანეთი), „ალაშკერტი“ (სომხეთი), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „ჩუკარიჩკი“ (სერბეთი), „კილმარნოკი“ (შოტლანდია), „შახტიორი“ (ბელარუსი), „ვიტებსკი“ (ბელარუსი), „დომჟალე“ (სლოვენია), „კრუსაიდერსი“ (ჩრდ. ირლანდია), „ვენტსპილსი“ (ლატვია), „სტიარნანი“ (ისლანდია), „ნორჩეპინგი“ (შვედეთი), „ჰაგესუნდი“ (ნორვეგია), „ბრანი“ (ნორვეგია), „ფოლა“ (ლუქსემბურგი), „ვადუცი“ (ლიხტანშტაინი), „ტობოლი“ (ყაზახეთი), „ორდაბასი“ (ყაზახეთი), „კრაკოვია“ (პოლონეთი), „ნეფთჩი“ (აზერბაიჯანი), „საბაილი“ (აზერბაიჯანი), „ოლიმპია“ (სლოვენია), „კორკ სიტი“ (ირლანდია), „ოლიმპია“ (სლოვენია), „პიუნიკი“ (სომხეთი), „დინამო“ (საქართველო, ის ქართულ გუნდებს ვერ შეხვდება - რედ), „მაკაბი“ (ისრაელი), ცსკა (ბულგარეთი), „ლევსკი“ (ბულგარეთი), „რიტერიაი“ (ლიეტუვა), „ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო).
როგორც ხედავთ, „დინამო თბილისი“ განთესილთა შორისაა და მისი სავარაუდო მეტოქეთა ნუსხა შემდეგნაირია:
„ლევადია“ (ესტონეთი), „კრაიოვა“ (რუმინეთი), „დუნაისკა სტრედა“ (სლოვაკეთი), „რუჟომბეროკი“ (სლოვაკეთი), „ტორსჰაუნი“ (ფარერები), „ჩიხურა“ (საქართველო), „ტიტოგრადი“ (მონტენეგრო), „დებრეცენი“ (უნგრეთი), „მურა“ (სლოვენია), „ტორპედო“ (საქართველო), „მილსამი“ (მოლდოვა), „ჰონვედი“ (უნგრეთი), „ფლორა“ (ესტონეთი), „ლიეპაია“ (ლატვია), „ჰიბერნიანსი“ (მალტა), „რეიკიავიკი“ (ისლანდია), „ბალცანი“ (მალტა), „ლაჩი“ (ალბანეთი), „შემროკ როვერსი“ (ირლანდია), „შიროკი ბრიეგი“ (ბოსნია), „კონაჰ ნომადსი“ (უელსი), „ბანანცი“ (სომხეთი), „სენტ პატრიკი“ (ირლანდია), „შკუპი“ (მაკედონია), „აკადემია პანდევი“ (მაკედონია), „მაკედონია“ (მაკედონია), „პეტროკუბი“ (მოლდოვა), „ნისპორენი“ (მოლდოვა), „ტეუტა“ (ალბანეთი), „კუპსი“ (ფინეთი), „როპსი“ (ფინეთი), „ინტერი“ (ფინეთი), „ბრეიბოლკი“ (ისლანდია), „რადნიკი“ (ბოსნია), „სტუმბრასი“ (ლიეტუვა), რფს (ლატვია), „იენუსი“ (ლუქსემბურგი), „გზირა იუნაიტედი“ (მალტა), „ნარვა ტრანსი“ (ესტონეთი), „ზეტა“ (მონტენეგრო).