თამაშგარე

11:16 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინა აოგოს რამე-რუმეები

ალბათ ეშმაკსაც კი მიავიწყდა ერთ დროს გერმანიის ნაკრებში მობურთალი დენი აოგო, რომელიც წელს “შტუტგარტში“ ირჯებოდა, გუნდს ვერაფრით შეეწია და ამან შვაბთა მეორე ბუნდესლიგაში გადანაცვლება განაპირობა. სამაგიეროდ, საშინაო “ფრონტზე“ დენის საქმეები ბევრად კარგად მიუდის.

დენი აოგოს ცოლმა, ინა აოგომ უკანასკნელ პერიოდში სოციალურ ქსელებში თამამი ფოტოების გამოფენას მოუხშირა და როგორც “ ბუნდესქვეყნის“ ბულვარული მედიის წარმომადგენლებმა დაადგინეს, ამ თითქოს სახალისო საქმიანობაში დენის მეუღლე გვარიან გასამრჯელოსაც იღებს.

ინა აოგო მუდმივად ამაყობს და “მარიაჟობს“ საკუთარი სხეულის ჭეშმარიტად დიდებული ფორმებით. ეს ქალი იმასაც ხშირად უსვამს ხაზს, რომ მკერდიცა და სხვა რამე-რუმეებიც ბუნებრივად ლამაზი აქვს და ზოგიერთი მისებრ ეპატაჟური ქალისგან განსხვავებით, სილამაზის მისაღწევად პლასტიკურ ქირურგებთან მუდმივი სირბილი არ უწევს.

0.195293