ფეხბურთი

18:48 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გულიტი:“ლამპარდმა შეცდომა არ უნდა დაუშვას“

„ჩელსის“ ყოფილმა მოთამაშემ და მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა, რუუდ გულიტმა, ფრენკ ლამპარდის „არისტოკრატების“ მთავარ მწვრთნელად სავარაუდო დანიშვნის შესახებ გაუზიარა ჟურნალისტებს აზრი.

„ლამპარდს, როგორც მწვრთნელს, ჯერ არაფერი გაუკეთებია. ანალოგიურ სიუტაციაში ვიყავი მეც, როცა „ლურჯების“ დამრიგებლად დამნიშნეს. ჩვენ ბევრ მატჩებს ვიგებდით. ამიტომ, გამოცდილებას, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, „ჩელსის“ ისეთი კაცი სჭირდება თავკაცად, ვისაც სიტყვა ეთქმის და პასუხისმგებლობას აიღებს შედეგზე.

ლამპარდმა შეცდომა არ უნდა დაუშვას და სამუშაოდ მეგობრები არ უნდა მიიწვიოს. მან ისეთი ადამიანები უნდა მოძებნოს, რომლებიც სხვადასხვა კლუბებში წარმატებით გარჯილან.“ - უთხრა გულიტმა Sky Sports-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111886