ფეხბურთი

17:16 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მაურიციო სარი "იუვენტუსის" მწვრთნელია

მაურიციო სარი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელია. აღნიშნული ინფორმაცია „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

ამრიგად, გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი სამშობლოში ბრუნდება და დამდეგი სეზონიდან „იუვეს“ თავკაცის რანგში იმუშავებს. სარისა და ტურინულ გრანდს შორის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მაურიციოს გასამრჯელო წელიწადში 6 მილიონი ევრო იქნება. სარიმ მასიმილიანო ალეგრი შეცვალა, რომელიც „იუვენტუსს“ 2014-2019 წლებში ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება მაურიციო სარის, 60 წლის სპეციალისტი 2015-2018 წლებში „ნაპოლის“ წვრთნიდა, ხოლო გასული სეზონი „ჩელსიში“ გაატარა. ლონდონელებს იტალიელმა ევროპა ლიგა მოაგებინა, ინგლისის ლიგის თასის ფინალში გაიყვანა და პრემიერლიგაში მხოლოდ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“ ჩამორჩა.

სტატისტიკა
0.224223