სხვა

17:40 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი საქართველოშია

ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე (იგივე ტოჩინოში) საქართველოში ჩამოვიდა. ტოჩინოშინს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, რომლებთანაც ქართველმა სპორტსმენმა ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა.

"დიდი მადლობა ყველას ამდენწლიანი გულშემატკივრობისთვის. ძალიან დაძაბული გამოდგა მაისის ბაშო, რომელთაგან 10 კარგად ჩავატარე და გავიმარჯვე, თუმცა მუხლის ტრავმა მივიღე და მენისკი დამიზიანდა, აქიდან გამომდინარე ბოლო ხუთი შეხვედრა ცუდად წამივიდა. ღმერთის წყალობოთ ბოლო ხუთიდან ერთი მქონდა მოსაგები და მოვიგე. ჩვენდა სასიკეთოდ წოდება დავიბრუნე, თუმცა სამწუხაროდ ჩემპიონობა დავკარგე. ახლა მომავალ ბაშოზე ვცდი ცემპიონობას“, - განაცხადა გორგაძემ.

გორგაძე სამშობლოში მცირე პერიოდს დაჰყოფს, რის შემდგომაც ისევ იაპონიაში დაბრუნდება და მომდევნო ბაშოსთვის დაიწყებს მზადებას.

შეგახსენებთ, რომ დამდეგი ბაშო სტარტს 7 ივლისს აიღებს და 21 ივლისამდე გასტანს. ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ოძეკის ტიტულის დაბრუნება მაოხერხა, ახლა კი ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოლოს.

თეგებიტოჩინოშინი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11128