"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლამ განაცხადა, რომ ფერლან მენდის ტრანსფერი მადრიდის "რეალის" მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ინიციატივა იყო და ფეხბურთელმა უარი ვერ თქვა.
"მე და ფლორენტინო პერესს კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს ხელს უწყობს ხოლმე მოლაპარაკებებს, თუმცა ამჯერად მენდის ტრანსფერი ზიდანის ინიციატივა იყო. ზინედინმა მენდის დაურეკა და ფეხბურთელმაც ამ წინადადებაზე უარი ვერ თქვა. არ ვიცი მენდი მარსელოს შეცვლის თუ არა, ეს უკვე ფრანგი სპეციალისტის გადასაწყვეტი იქნება." - ციტირებს ლას სიტყვებს Marca.
მენდის ტრანსფერი მადრიდელებს 48 მილიონი ევრო დაუჯდათ და ბონუსების სახით შესაძლოა "ლიონმა" დამატებით 5 მილიონიც მიიღოს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა გარემარბმა გასულ სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და თავი 3-3 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.