ფეხბურთი

22:33 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" კოუტინიოთი დაინტერესდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევმა ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა კარიერა კვლავ პრემიერლიგაში გააგრძელოს. როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელისადმი ინტერესი "მანჩესტერ სიტიმ" გამოთქვა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გაღებას აპირებენ "ქალაქელები" შემტევის სანაცვლოდ.

26 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" ასპარეზობით უკმაყოფილია და კლუბის გამოცვლა სურს და ესპანური გამოცემის ინფორმაციით აღნიშნულის შესახებ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა და აგენტიც ინფორმირებულნი არიან.

"ბარსელონამ" გასული წლის დასაწყისში სამხრეთამერიკელი 145 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. კოუტინიომ გასულ სეზონში 54 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გასული სეზონის დასაწყისში 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა, თუმცა 11 ივნისის მონაცემებით 90 მილიონამდე შემცირდა.

0.113938