ფეხბურთი

13:58 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოშელნიმ შესაძლოა კარიერა გერმანიაში გააგრძელოს

ლონდონის "არსენალის" მცველმა ლორან კოშელნიმ შესაძლოა კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს. როგორც Bild-ი იუწყება, ფეხბურთელის დორტმუნდის "ბორუსია" დაინტერესდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებენ გერმანელები ფრანგის სანაცვლოდ.

კოშელნის "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ფრანგს გასული სეზონის ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა და 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2020 წლის დასაწყისიდან ლორანს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკება "არსენალის" გარეშე, აქედან გამომდინარე ლონდონელებმა ურჩევნიათ ფრანგის უფასოდ გაშვებას ტრანსფერი ზაფხულშივე განახორციელონ.

0.115448