ფეხბურთი

4:18 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინას კოლუმბიამ ყური აუწია (+VIDEO)

არგენტინის ნაკრებისთვის კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშება კატასტროფულად დაიწყო. „ალბისელესტე“ სალვადორში კოლუმბიას დაუპირისპირდა და დამარცხდა. საქმე მხოლოდ შედეგში არაა, ლიონელ სკალონის გუნდის თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებდა.

არგენტინელებმა მეტოქის კართა ხეირიანი საგოლე მომენტიც ვერ შექმნეს და დაფიქსირებული შედეგი სრულიათ სამართლიანი იყო. კოლუმბიამ კი ჩინებულად გამოიყენა თავისი შანსი და ორი მშვენიერი გოლიც გაიტანა. ჯერ როხერ მარტინესმა გაილაღა მარცხენა ფლანგზე და შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი გაუტანა ფრანკო არმანის, ხოლო მატჩის მიწურულს დუვან ძაპატამ ჯეფერსონ ლერმას პასით წერტილი დაუსვა მესისა და კომპანიის ვაგლახობას.

დღესვე, A ჯგუფში პერუსა და ვენესუელას დაპირისპირებაში გოლი არ გასულა. უფრო სწორად ორჯერ გავიდა, მაგრამ ორჯერვე ვიდეორეფერიმ პერუელთა შედეგიანი დარტყმები ვენესუელელთა კარში გააუქმა.

ვენესუელა - პერუ 0:0 (0:0)

პორტუ ალეგრი, „არენა გრემიო“

ვენესუელა (4-3-2-1): ფარინესი; როსალესი, ჩანსელორი, ვილანუევა, დელ პინო; მორენო (ერნანდესი 78), რინკონი, ერერა; მურილო (სოტელდო 84), სავარინო (მაჩისი 69); რონდონი

მწვრთნელი: რაფაელ დუდამელი

პერუ (4-2-3-1): გალესი; ადვინკულა, ძამბრანო, აბრამი, ტრაუკო; ტაპია, იოტუნი (პოლო 67); ფარფანი, კუევა (ფლორესი 46), გონსალესი (კარილო 88); გერერო

გაფრთხილება: დელ პინო (6, 75), ერერა (82) - ტაპია (26), კარილო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 10 (5) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია)

არგენტინა - კოლუმბია 0:2 (0:0)

სალვადორი, „არენა ფონტე ნოვა“

არგენტინა (4-3-3): არმანი; სარავია, პეცელა, ოტამენდი, ტალიაფიკო; პარედესი, როდრიგესი (პიზარო 67), ლო სელსო; მესი, აგუერო (სუარესი 79), დი მარია (დე პაული 46)

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა; მედინა, მინა, სანჩესი, ტესილო; ბარიოსი, ურიბე; კუადრადო (ლერმა 64), ხამესი, მურიელი (მარტინესი 14); ფალკაო (ძაპატა 81)

მწვრთნელი: კარლოს კეირუში

გოლი: 0:1 მარტინესი (71), 0:2 ძაპატა (86)

გაფრთხილება: როდრიგესი (42), სარავია (53), პარედესი (55) - ფალკაო (19), კუადრადო (61), ძაპატა (87), ლერმა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 6 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: რობერტო ტობარი (ჩილე)

0.116151