ესპანელმა შემტევმა ლუკას ვასკესმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" დატოვოს. როგორც Marca იუწყება, ედენ აზარის ტრანსფერის შემდეგ 27 წლის ფეხბურთელი ზინედინ ზიდანის გეგმებში აღარ შედის და კლუბის დატოვება მოუწევს.
ვასკესს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და ესპანური გამოცემის ინფორმაციით გუნდის დატოვება არ უნდა. მერეს მხრივ, შესაძლოა მომდევნო სეზონში ფეხბურთელს მცირე სათამაშო დრო ჰქონდეს.
გასულ სეზონში ლუკასმა 47 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ მოედანზე 56 წუთს ატარებდა. ამ ხნის განმავლობაში ვასკესმა ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.