ფეხბურთი

18:37 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი - ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი (+VIDEO)

„ლივერპულის“ მცველ ვირჯილ ვან დეიკს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და როგორც გაირკვა, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე სწრაფი მოთამაშეც იყო.

ნახევარფინალში, „ბარსელონასთან“ ერთ-ერთ ეპიზოდში ჰოლანდიელმა 3.45 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა და ეს გასულ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

ვან დეიკმა ისეთ სწრაფ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც კილიან მბაპე, გარეთ ბეილი და ლეროი სანე არიან.

შეგახსენებთ, ვან დეიკმა 2018-2019 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 12 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა. გარდა ამისა, ტურნირის გამარჯვებული გახდა და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

0.110659