ძიუდო

17:42 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ფედერაციაში პროექტის „ქამრების სისტემა ძიუდოში“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში ახალი პროექტის „ქამრების სისტემა ძიუდოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის შესახებ მწვრთნელებს დავით ქევხიშვილი ესაუბრა. მან დეტალურად ახსნა ქართულ ძიუდოში ქამრების სისტემის დანერგვის მნიშვნელობა. შემდეგ კი მწვრთნელების კითხვებს უპასუხა.

მწვრთნელებს გადაეცათ ბროშურა “ქამრების სისტემა ძიუდოში“, რომლის ავტორები ვაჟა ბალხამიშვილი და დავით ქევხიშვილი არიან.

0.145864