ფეხბურთი

13:32 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ვენესუელელი თავდამსხმელის შეძენას აპირებს

იტალიური „რომა“ ედინ ჯეკოს შემცვლელს ეძებს, რომელიც დიდი ალბათობით მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდს დატოვებს. Calciomercato-ს ინფორმაციით, „მგლების“ თვალთახედვის არეში „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ ფორვარდი სოლომონ რონდონი მოხვდა.

ვენესუელელს ინგლისურ გუნდთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება და ამიტომაც, მისი გასხვისება ორივე მხარის ინტერესში შედის. შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი ამ დროისთვის არ დასახელებულა.

29 წლის რონდონმა გასული სეზონი იჯარით „ნიუკასლში“ გაატარა, 33 თამაშში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

0.151703