ფეხბურთი

1:24 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩის ნაცვლად იოველიჩი

ფრანკფურტის „აინტრახტმა“ ლუკა იოვიჩის შემცვლელს მალევე მიაგნო და მისი თანამემამულე დეიან იოველიჩი გაიფორმა.

როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ნიჭიერ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გარიგების ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა.

იოვიჩისგან იოველიჩი იმით განსხვავდება, რომ ბოსნიაში დაიბადა და სერბეთში შემდეგ გადაბარგდა. 19 წლის თავდამსხმელს გასულ სეზონში „ცრვენა ზვეზდას“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა დებიუტი, ხოლო სერბეთის ჩემპიონატში 17-ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, ლუკა იოვიჩი რამდენიმე დღის წინ "აინტრახტმა" მადრიდის "რეალში" 60 მილიონ ევროდ გაასხვისა.

0.117621