სხვა

1:00 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორშაბათიდან, დიუსელდორფში...

ამ დღეებში მთელი ევროპიდან საუკეთესო მოფარიკავეები გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში იკრიბებიან.

ფარიკაობაში კონტინენტის პირველობაზე 49 ქვეყნის, დაახლოებით 450 სპორტსმენი იასპარეზებს. მათ შორის 9 მოფარიკავე საქართველოს სახელს დაიცავს.
დიუსელდორფში მზადების ბოლო ეტაპი სრულდება, ორშაბათიდან კი საფარიკაო ბილიკზე ჩემპიონებსა და პრიზიორებს გამოავლენენ.

წარმოგიდგენთ ევროპის ჩემპიონატის ქართველ მონაწილეებს:
ლუკა ღაღანიძე – 22 წ. 17 ივნისი, 11:00 რაპირა, კაცები
ლაშა გალუაშვილი – 21 წ. 17 ივნისი, 11:00 რაპირა, კაცები
თეოდორა კახიანი – 25 წ. 17 ივნისი, 15:00 ხმალი, ქალები. 20 ივნისი, 11:00 გუნდური – ხმალი, ქალები
დარია ანტონოვა – 25 წ. 17 ივნისი, 15:00 ხმალი, ქალები. 20 ივნისი, 11:00 გუნდური – ხმალი, ქალები
ლიკა ჯიჯეიშვილი – 19 წ. 17 ივნისი, 15:00 ხმალი, ქალები. 20 ივნისი, 11:00 გუნდური – ხმალი, ქალები
ნიკა შენგელია – 20 წ. 19 ივნისი, 14:00 ხმალი, კაცები. 22 ივნისი, 11:00 გუნდური – ხმალი, კაცები
ბექა ბაზაძე – 29 წ. 19 ივნისი, 14:00 ხმალი, კაცები. 22 ივნისი, 11:00 გუნდური – ხმალი, კაცები
მიხეილ მარდალეიშვილი – 25 წ. 19 ივნისი, 14:00 ხმალი, კაცები. 22 ივნისი, 11:00 გუნდური – ხმალი, კაცები
სანდრო ბაზაძე – 25 წ. 19 ივნისი, 14:00 ხმალი, კაცები. 22 ივნისი, 11:00 გუნდური – ხმალი, კაცები

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
0.19409