ფეხბურთი

0:10 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო 5:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

14 ივნისს, “დავით პეტრიაშვილი არენაზე” საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

მატჩი ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით - 5:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დუბლი ხატია ჭყონიამ შეასრულა, თითო გოლი კი, თეონა ბაქრაძემ, ლელა ჭიჭინაძემ და თამრიკო სალუქვაძემ გაიტანეს.

საქართველო 5:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

თბილისი, დავით პეტრიაშვილი არენა

საქართველო: სუხაშვილი, ქადაქიშვილი (85’ დიმოპულუ), პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი (46’ კალანდაძე), ბაქრაძე (76’ სალუქვაძე), ჭიჭინაძე (76’ პოღოსიანი), ჭყონია (76’ წოწერია), დანელია (82’ კულდონაშვილი), ხაბურზანია (46’ ეპიტაშვილი), სუთიძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: გაბუნია, ბოლქვაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

არაბთა გაერთიანებული საამიროები: ალმანსური, ალშეჰი, ა. ალადვანი (55’ ა. ალაჰმადი), ამინა, რაშიდი, შ. ალზარკანი, ნ. ალადვანი (66’ აბდელ აზიზი), ა. ალზარკანი, ვაელი (46’ ბუდებსი), რ. ალჰამადი, ჯუმა (89’ ალბლუში)

სათადარიგო შემადგენლობა: ვალიდი, ბინფაჰადი, ალნუბი, ალჯასმი, ალმჰერი, ალ მესმარი

მთავარი მწვრთნელი: ურია ჰუსეინ ტაჰერი

მსაჯები: ირაკლი კვირიკაშვილი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ირაკლი ქარსელაძე

გაფრთხილება: 73’ პასიკაშვილი, 87’ ალმანსური

გოლები: 1:0 ბაქრაძე (7), 2:0 ჭყონია (13), 3:0 ჭყონია (47), 3:1 რაუხი (ს.კ) (50), 4:1 ჭიჭინაძე (64), 5:1 სალუქვაძე (90+1)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების პროცესში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს 17 ივნისს გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და მას “დავით პეტრიაშვილი არენა” უმასპინძლებს, დასწრება თავისუფალია.

www.gff.ge

0.121097