ფეხბურთი

19:10 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფინანსური მხარე: მოტივი, რის გამოც დე ლიხტს პსჟ "ბარსელონას" ურჩევნია

ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის, მატის დე ლიხტის მომავალი კვლავ აქტუალურია. 19 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე აქტიურად „ბარსელონა“, პსჟ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულნი.

როგორც ირკვევა, ჰოლანდიელი პსჟ-სთან ძალიან ახლოსაა, ხოლო „ბარსელონასგან“ ყველაზე შორს. საქმე ისაა, რომ დე ლიხტს ყველაზე ხელსაყრელ პირობებს სწორედ პარიზელები სთავაზობენ, ხოლო კატალონელები - პირიქით.

Diario Sport-ი ხსენებული სამივე გუნდის სახელფასო პირობებს აქვეყნებს: პსჟ მზადაა ხელფასის სახით 12 მილიონი ევრო გადაიხადოს, „იუვენტუსი“ 10 მილიონზეა თანახმა, ხოლო „ბარსელონას“ წინადადება ოდენ 6 მილიონით შემოიფარგლა.

როგორც ჩანს, ჰოლანდიელი მცველისთვის გასამრჯელო უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორია და დიდ ყურადღებას აქცევს.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მინო რაიოლა პარიზში შენიშნეს და დაიწერა, რომ პსჟ-სთან კონტრაქტის დეტალებს აგავრებდა. თუმცა, ეს ინფორმაცია მოგვიანებით თავად რაიოლამ უარყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119065