ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში დასრულდა VIVACOM CUP გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას "დინამოს" აკადემიის 14 წლამდელთა გუნდიც იღებდა.
B ჯგუფში სერბულ "ვოივოდინასთან" 4:2 გამარჯვების და ოდესის "ჩერნომორეცთან" 2:2 დასრულებული შეხვედრების შემდეგ, თბილისელებმა ფინალური მატჩის საგზური მოიპოვეს, რომელშიც მასპინძელ რაზგრადის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდნენ. მთელი მატჩის მანძილზე და განსაკუთრებით პირველ ნახევარში დინამოელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა არაერთი საგოლე მომენტი უშედეგოდ დაასრულეს და საბოლოოდ, შეხვედრის ბოლო წუთებზე ორი გოლი მიიღეს საკუთარ კარში. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა მეორეადგილოსნისთვის განკუთვნილი თასი და ვერცხლის მედლები ჩაიბარა. გათამაშების საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გიორგი ფარცვანიამ მიიღო.
U14 "ლუდოგორეცი" (რაზგრადი) 2:0 "დინამო" (თბილისი)
U14 დინამო: ბაჩილავა, ბუცხრიკიძე, ხარჩილავა, სურმავა, ცეცხლაძე, ნინიძე, პარკაძე, გიუნაშვილი, ფარცვანია, ბულუხაძე, შეროზია.
სათადარიგო სკამი: იობაშვილი, ჩიხრაძე, სიგუა, ჩხიკვაძე, ხორხელი, უკლება, მახარაძე, ჯიქია.
www.fcdinamo.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პოდოლსკი ეწირება ვენგერის ანტიპატიას, როცა კი სასტარტოში იყოო, ან გოლი შეაგდო ან საგოლე გადაცემა გააკეთააა, მსგავს პრობლემას ეწირება არსენალში კოსტარიკელი კემბელი, რომელმაც მუნდიალზე თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, აი ვენგერი კი შანსს არ აძლევს საერთოდ არა და საკმაოდ პერესპექტიულიცაა და პროდუქტიულიც, სჯობს პოლდიც და ეგ კემბელიც ინტერში გადავიდნენ!
Isco მეც მაგარი არ მევასება და რა მოწონთ საერთოდ ამაში აზრზე არვარ
ეს ერთი და სხვა მრავალი
welcome poldiii დავაააი სლედუშიიიი
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ამის დრო წასულია კაი ხანია უკვე თუ გაქაჩავს ისევ კიოლნში ინერციით.
იტალიაში ვერ გაქაჩავს
არ მევასება ეს ფეხბურთელი
სილვამ ერთხელ საკაიფოდ მიაკაჩავაა ეს ახვ..არი
guchin zustad magitomac waago arsenalma podolskis kraize eyena rosicki da etyoboda kidec ro arafris aqnisii iyoo