რუმინეთის ნაკრების მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუ „ლიონის“ ღირსებას დაიცავს. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ტატარუშანუ „ლიონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „ნანტთან“ კონტრაქტი ამოეწურა და 1-ლი ივლისიდან თავისუფალი აგენტი ხდება.
33 წლის რუმინელი „ნანტის“ კარს 2017 წლიდან იცავდა. გასულ სეზონში 30თამაში ჩაატარა და 9-ჯერ საკუთარ კარი მშრალად შეინახა. აქვე გეტყვით, რომ რუმინეთის ნაკრებში მის ანგარიშზე 52 თამაშია.