ფეხბურთი

17:10 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები "მილანში": მალდინი დააწინაურეს, ბობანი დაბრუნდა

იტალიური „მილანის“ მენეჯმენტში ცვლილებებია. როგორც „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან პაოლო მალდინი პოზიციას შეიცვლის და ტექნიკური დირექტორის პოსტზე იმუშავებს.

გარდა ამისა, „მილანს“ დაუბრუნდა ზვონიმირ ბობანი, რომელიც ბოლო დროს ფიფაში იყო დასაქმებული, მაგრამ იტალიაში დაბრუნება გადაწყვიტა. ხორვატი მმართველი ოფიცერის პოზიციაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ მალდინი „მილანში“ 1985-2009 წლებში, ხოლო ბობანი 1991-2001 წლებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111272