მადრიდის „რეალმა“ მორიგი ტრანფერი ოფიციალურად დაადასტურა და იაპონური „ტოკიოდან“ 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ტაკეფუსა კუბო გაიფორმა.
კონტრაქტის დეტალები და ტრანსფერის ფინანსური მხარე ოფიციალურად არ გახმაურებულა. თუმცა, ცნობილია ის, რომ კუბო მომდევნო სეზონიდან „რეალ კასტილიას“ რიგებში ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ კუბო 2011-2015 წლებში „ბარსელონას“ აკადემიაში ირიცხებოდა, ახლა კი, კატალონელთა მთავარი მეტოქის ბანაკში გაირჯება. 18 წლის აზიელი მსოფლიოს 50 საუკეთესო ტალანტს შორის შედის.
კუბო ამჟამად იაპონიის ნაკრებშია მიწვეული და კოპა ამერიკაზე სათამაშოდ ემზადება. “ტოკიოს“ რიგებში 2019 წელს 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კუბო ეძახე და 30 თამაში 74 გოლი გაუტანია ლამასიაში
Kubo da ubeduroba aklda kidev Real-s!?
რეალმა "კუბო" იყიდა ბარსასთვის
ზიდანმა, ჯერ "რუჩკებს" ვერ ვენდობიო და კასტილიაში გაამწესა
Peresma daazakaza kubo
აუ თავიდან გენტში რო იყო ეგ მეგონა და გავგიჟდი)))))))))) ჩაკვეტაძის ნახევარი არაა ამას რეალში რა უნდა თქო