ტოკიოს ოლიმპიპური და პარალიმპური თამაშების პრიზიორთა დაჯილდოების ცერემონიების კვარცხლბეკები გადამუშევაბადი ნარჩენებისგან დამზადდება.
100 კვარცხლბეკის დასამზადებლად დაახლოებით 45 ტონა პლასტიკია საჭირო. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე კვარცხლბეკების დასამზადებლად მეორად ნედლეულს პირველად გამოიყენებენ.
ტოკიო-2020-ის ორგანიზატორები იაპონიის მოქალაქეებს მოუწოდებენ სახლში არსებული პლასტმასის ნარჩენები სპეციალურ ურნებში ჩაყარონ. ასეთი ურნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 ათასზე მეტ სავაჭრო ცენტრთან იქნება ხელმისაწვდომი. ორგანიზატორები ასევე იმედოვნებენ, რომ ზღვისგან გამორიყულ პლასტმასის ნარჩენებსაც შეაგროვებენ და გადაამუშავებენ.
კვარცხლბეკების დამზადებაზე იზრუნებს Procter and Gamble - ტოკიო-2020-ის პარტნიორი კომპანია.
იაპონია ერთ სულ მოსახლეზე პლასტიკის გამოყენებით მხოლოდ აშშ-ის ჩამორჩება.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მასპინძლები ჩემპიონ-პრიზიორთა მედლების დასამზადებლად ასევე ნაწილობრივ იყენებენ გადამუშავებად ელექტრო ტექნიკას.
www.geonoc.org.ge