ისტორია

9:48 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

14 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა შტეფი გრაფი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. ქალ ჩოგბურთელთა შორის ერთადერთია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში (1988) გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებსა და “დიდი სლემის” ყველა ტურნირზე. შვიდჯერ მოიგო უიმბლდონის ტურნირი (1988, 1989, 1991, 1992, 1993, 1995, 1996), ექვსჯერ იპირველა როლან გაროზე (1987, 1988, 1993, 1995, 1996, 1999), ხუთჯერ გახდა აშშ-ს ღია პირველობის ჩემპიონი (198, 1989, 1993, 1995, 1996), ოთხჯერ კი ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო (1988, 1989, 1990, 1994). არგენტინელ გაბრიელა საბატინისთან ერთად მოგებული აქვს უიმბლდონის წყვილთა ტურნირი. ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. კარიერის განმავლობაში 21 მილიონ 895 277 დოლარი გამოიმუშვა. დაჯილდოვებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით. შტეფი გრაფი ასევე ლეგენდარული ჩოგბურთელის ანდრე აგასის მეუღლეა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1901. აშშ-ის გოლფისტთა პირველი ჩემპიონატი ჩატარდა.

1908. ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა ბოჰემიას 4:0 მოუგო. იმხანად ბოჰემია ავსტრო-უნგრეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო, ამჟამად ჩეხიის შემადგენლობაშია.

1926. ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში სიუზან ლენგლენმა მერი ბრაუნი 6:1, 6:0 დაამარცხა და ტურნირის რიგით მეორე ჩემპიონი გახდა.

1938. საფრანგეთის მსოფლიოს მესამე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალის გადათამაშება. ბრაზილია _ ჩეხოსლოვაკია 2:1.

1952. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ნაკრებს 2:1 მოუგო. ქართველთაგან ორივე გოლი კარლო გაგნიძემ გაიტანა. შეხვედრა მოსკოვში ჩატარდა.

1954. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბორდოს “ჟირონას” 4:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები გაგნიძემ (2), ანთაძემ და თორდიამ გაიტანეს. შეხვედრა თბილისში ჩატარდა.

1957. ედუარდ კარპენტერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესსიონალ მოჭიდავეთა შორის ლუი ტეცი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1970. მექსიკის მსოფლიოს მეცხრე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალები: ურუგვაი _ საბჭოთა კავშირი 1:0 (დამატებითი დრო). საბჭოთა კავშირის გუნდის ღირსებას ქართველთაგან კავაზაშვილი, ასათიანიდახურცილავა იცავდნენ. მექსიკა _ იტალია 1:4; ბრაზილია _ პერუ 4:2; გფრ _ ინგლისი 3:2.

1970. კრის დეკერმანი პირველი შავკანიანი სპორტსმენი გახდა, რომელმაც კულტურისტთა შორის “მისტერ ამერიკას” ტიტული მოიგო.

1972. ევროპის მეოთხე საფეხბურთო ჩემპიონატი. ნახევარფინალები: სსრკ _ უნგრეთი 1:0. გოლი ანატოლი კონკოვმა გაიტანა. ბრიუსელში ჩატარებულ შეხვედრას 16 ათასი მაყურებელი დაესწრო. სსრკ: რუდაკოვი,ძოძუაშვილი, ხურცილავა, კაპლიჩნი, ისტომინი, კონკოვი, ტროშკინი, კოლოტოვი, ბაიდაჩნი, ბანიშევსკი (ნოდია), ონიშენკო. გფრ _ ბელგია 2:1.

1974. გერმანიის ფედერაციუილი რესსპუბლიკის მსოფლიოს მეათე ჩემპიონატი ფეხბურთში. გფრ _ ჩილე 1:0; გდრ _ ავსტრალია 2:0.

1975. ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში კრის ევერტმა მარტინა ნავრატილოვა 2:6, 6:1, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 45-ე ჩემპიონი გახდა.

1978. არგენტინის მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ავსტრია _ ჰოლანდია 1:5; პოლონეთი _ არგენტინა 0:2; ბრაზილია _ პერუ 3:0.

1982. ესპანეთის მსოფლიოს მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. იტალია _ პოლონეთი 0;0; კამერუნი _ პერუ 0:0.

1987. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის ფინალში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ბოსტონ სელტიკსი” დაამარცხა და NBA-ს რიგით 41-ე ჩემპიონი გახდა.

1989. მსოფლიოს კალათბურთის ლეგენდამ, კარიმ აბდულ ჯაბარმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავისი უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.

1990. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის ფინალში “დეტროიტ პისტონზმა” “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი” დაამარცხა და ნბა-ის რიგით 44-ე ჩემპიონი გახდა.

1990. იტალიის მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: იტალია _ აშშ 1:0; კამერუნი _ რუმინეთი 2:1; იუგოსლავია _ კოლუმბია 1:0.

1997. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, პოლონეთში ადგილობრივ გუნდთან 1:4 წააგო. ქართველთაგან გოლი შოთა არველაძემ გაიტანა.

1998. მაიკლ ჯორდანის “ჩიკაგო ბულზი” უკანასკნელი რვა სეზონის განმავლობაში მეექვსედ გახდა ნბა-ის ჩემპიონი.

1998. საფრანგეთის მსოფლიოს მე-16 ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: იუგოსლავია _ ირანი 1:0; იამაიკა _ ხორვატია 1:3; არგენტინა _ იაპონია 1:0.

2002. მსოფლიოს მე-17 ჩემპიონატი ფეხბურთში (სამხრეთ კორეა _ იაპონია). ჯგუფური ეტაპი: პორტუგალია _ სამხრეთ კორეა 0:1; პოლონეთი _ აშშ 3:1; ტუნისი _ იაპონია 0:2, ბელგია _ რუსეთი 3:2.

2006. მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ესპანეთი _ უკრაინა 4:0; ტუნისი _ ს. არაბეთი 2:2; გერმანია _ პოლონეთი 1:0.

2005. ასაფა პაუელმა ათენის ოლიმპიურ სტადიონზე 100 მეტრე რბენისას მსოფლიო რეკორდი დაამყარა (9.77 წამი).

2006. საფეხბურთო კლუბ თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარსულში თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი ამირან მინაშვილი დაინიშნა.

2007. ფრანგული “სტრასბურგის” მთავარ მწვრთნელად ჟან მარკ ფურლანი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ჟან პიერ პაპენი შეცვალა.

2008. ავსტრია-შვეიცარიის ევროპის პირველობაზე ესპანეთმა შვეციას 2:1 მოუგო. პირენელთა ფორვარდმა დავის ვილიამ ტურნირზე თავისი მეოთხე გოლი გაიტანა. იმავე დღეს რუსეთმა საბერნეთს 1:0 სძლია, რის შედეგადაც ევრო-2004-ის ჩემპიონი კონტინენტის მორიგ პირველობას გამოეთიშა.

2009. რაგბიში “ჩერჩილის თასზე” საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 5:40 დამარცხდა.

2012. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალია ხორვატიას დაუზავდა (1:1), ესპანეთმა კი ირლანდიას 4:0 მოუგო.

2013. გვატემალასთან 4:0 შესრულებულმა ჰეთ-თრიქმა, არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლიონელ მესის ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით დიეგო მარადონას ჩამოტოვების საშუალება მისცა. ამ მატჩის შემდეგ “ბარსელონას” ფორვარდს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 82 მატჩში 35 გატანილი გოლი დაუგროვდა. მარადონას ანგარიშზე 91 შეხვედრაში 34 გოლია.

ამ დღეს დაიბადნენ

1948. ალექსანდრ კაბანოვი. საბჭოთა წყალბურთელი. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1975 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1951. დავით კილასონია. ქართველი რაგბისტი და მწვრთნელი. თამაშობდა თბილისის “ლოკომოტივსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრებში. 1978 წელს დაეუფლა საკავშირო თასს, სამჯერ იყო საბჭოთა კავშირის პირველობების ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1972, 1978, 1981). წვრთნიდა “ლოკომოტივსა” და “შევარდენს”. მუშაობდა საქართველოს სპორტკომიტეტში. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მწვრთნელი (1989-90). დავით კილასონია ღირსების ორდენის კავალერია.

1958. ერიკ ჰეიდენი. ლეგენდარული ამერიკელი ველოსიპედისტი და მოციგურავე. ველოსპორტში მსოფლიო ჩემპიონი და რეკორდსმენი. ლეიკ-პლესიდის 1980 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ციგურებით რბენაში გაიმარჯვა ხუთივე (500, 1000, 1500, 50000 და 100000 მეტრზე) დისტანციაზე. 1977-80 წლებში იმარჯვებდა მსოფლიო ჩემპიონატებზე. დამყარებული აქვს მსოფლიოს 15 რეკორდი. მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლომპიადაზე ბოიკოტის გამო არ იასპარეზა.

1969. შტეფი გრაფი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს “დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი. ქალ ჩოგბურთელთა შორის ერთადერთია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში (1988) გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებსა და “დიდი სლემის” ყველა ტურნირზე. შვიდჯერ მოიგო უიმბლდონის ტურნირი (1988, 1989, 1991, 1992, 1993, 1995, 1996), ექვსჯერ იპირველა როლან გაროზე (1987, 1988, 1993, 1995, 1996, 1999), ხუთჯერ გახდა აშშ-ს ღია პირველობის ჩემპიონი (198, 1989, 1993, 1995, 1996), ოთხჯერ კი ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო (1988, 1989, 1990, 1994). არგენტინელ გაბრიელა საბატინისთან ერთად მოგებული აქვს უიმბლდონის წყვილთა ტურნირი. ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. კარიერის განმავლობაში 21 მილიონ 895 277 დოლარი გამოიმუშვა. დაჯილდოვებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით. შტეფი გრაფი ასევე ლეგენდარული ჩოგბურთელის ანდრე აგასის მეუღლეა.

1978. ოთარ თუშიშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (58 და 66 კგ წონითი კატეგორია) 1999 და 2001 წლების ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლების მფლობელი. 1996 წელს მოიგო კონტინენტის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე მესამე იყო. თუშიშვილი მონაწილეობდა სიდნეის 2000 და ათენის 2004 წლების ოლიმპიურ თამაშებში. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე 66 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

1985. ტატო ვაშაკიძე. იყო საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე.

0.114441