ჩოგბურთი

22:11 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა პირველ რაუნდში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ინგლისის ქალაქ ნოტინგემში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგს პირველივე წრეში გამოეთიშა.

კალაშნიკოვა და რუსი ევგენია როდინა დღეს შვეიცარიელ ქსენია ნოლსა და ბელარუს ვერა ლაპკოს გაეჯიბრნენ და სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს – 4:6, 1:6.
აშშ-ს ქალაქ სამტერში 25-ათასიანი შეჯიბრის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა სალომე დევიძემ. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში ამერიკელ ალეა მეროუს 6:2, 6:1 სძლია, შემდეგ კი, კიდევ ერთ მასპინძელ კენია ჯოუნსთან 2:6, 6:4, 6:10 დამარცხდა.

0.105068