ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაშ აღმოჩნდეს. Kicker-ის ცნობით, 36 წლის შემტევის სამსახურით პრემიერლიგის ახალწვეული „შეფილდ იუნაიტედია“ დაინტერესებული.
როგორც ცნობილი გახდა, ინგლისური გუნდმა რიბერის წინადადება უკვე წარუდგინა, თუმცა ფრანგის პასუხი ამ ეტაპზე უცნობია.
რიბერის შეთავაზებები აქვს „სიდნეი უონდერერსიდან“ და ყატარული გუნდებისგან. შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერიმ „ბაიერნი“ 12 წლის შემდეგ დატოვა და 1-ლი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.