ფეხბურთი

21:45 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" შესაძლოა რანგნიკმა ჩაიბაროს

ლონდონის „ჩელსი“ შესაძლოა რალფ რანგნკიმა ჩაიბაროს. გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, „ლაიფციგის“ ყოფილი დამრიგებელი „არისტოკრატთა“ ნუსხაში მოხვდა.

„ჩელსის“ ჯერჯერობით მაურიციო სარის გათავისუფლება არ დაუდასტურებია, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ იტალიელი ლონდონს დატოვებს. მის მემკვიდრეთა შორის კი რანგნკი დასახელდა, რომელსაც თავის დროზე „შალკესა“ და „ჰოფენჰაიმში“ უმუშავია.

„ლაიფციგში“ კი რანგნკიმა წარმატებით იმუშავა და გასულ სეზონში გუნდი ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო გერმანიის თასის ფინალში „ბაიერნთან“ დამარცხდა. აქევ გეტყვით, რომ გერმანელმა "რედ ბული" ერთი კვირის წინ დატოვა.

Loading...
სტატისტიკა
0.209173