ფეხბურთი

20:53 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაკაიოკო: "ჩელსიში" ვბრუნდები, სხვა არჩევანი არ მაქვს"

ლონდონის „ჩელსის“ ტიემუ ბაკაიკო უბრუნდება. ამის შესახებ თავად ფრანგმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „მილანში“ გაატარა. ბაკაიოკოს თქმით, „ჩელსიში“ დაბრუნების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს.

„დიახ, კონტრაქტი კიდევ სამი წელი მაკავშირებს, სხვა არჩევანი არ მაქვს. არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ „ჩელსიში“ უნდა დავბრუნდე, ეს ერთადერთია, რაც უკვე ვიცი“, - თქვა ბაკაიოკომ.

შეგახსენებთ, რომ ტიემუ ბაკაიოკომ გასული სეზონი „როსონერის“ რიგებშ დაჰყო და 42 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109025