ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის, მატის დე ლიხტის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა გადაწყდა. მართალია, 19 წლის ჰოლანდიელის აგენტმა მინო რაიოლა გუშინ ეს ინფორმაცია უარყო და ტყუილი უწოდა, მაგრამ როგორც ჩანს, თავად რაიოლა არ ამბობს სიმართლეს.
მინო პარიზში იმყოფებოდა, სადაც პსჟ-ს წარმომადგენლებს შეხვდა და გარიგებაც შედგა. „აიაქსი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 70-80 მილიონ ევროს მიიღებს, თავად დე ლიხტი კი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის გარანტიაც ექნება. როგორც ამბობენ, სწორედ ამ ბოლო ფაქტორის გამო არჩია მატისმა პსჟ-ში გადაბარგება.
De Telegraaf-ის ცნობით, დე ლიხტის დედა და შეყვარებულიც პარიზში არიან და უკვე დაიწყებს საცოხვრებელი სახლის ძებნა. ტრანსფერი კი სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში დადასტურდება.