ჭადრაკი

18:33 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ სტურუას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი

12 ივნისს ჭადრაკის სასახლეში ზურაბ სტურუას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ელვისებურ ჭადრაკში.

ზურაბ სტურუა

საერთაშორისო დიდოსტატი; ფიდეს სენიორ მწვრთნელი;

1975, 1977, 1981, 1984 და 1985 წლების საქართველოს ჩემპიონი ვაჟთა შორის;
1992, 1994, 1996, 1998, 2000 და 2002 წლების მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში;
სენიორთა შორის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;
მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი.

ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, მონაწილეთა შორის იყვნენ ეროვნული ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა და საქართველოს ქალთა ნაკრების ყველა წევრი, ყაზანში მოასპარეზე ნანა ძაგნიძის გარდა. განსაკუთრებულ ელფერს ღონისძიებას ქართული ჭადრაკის ლეგენდის ნონა გაფრინდაშვილის და სენიორთა შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული თამარ ხმიადაშვილის მონაწილეობა მატებდა.

შეჯიბრმა ძალიან თბილ და მხიარულ გარემოში ჩაიარა, არ თამაშობდნენ მაგრამ ტურნირს დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს და შესაბამის კომენტარებს აკეთებდნენ იუბილარის კოლეგები და თანამებრძოლები: ქართული ჭადრაკის ლეგენდა მაია ჩიბურდანიძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

ვაჟები

I ადგილი - ბაადურ ჯობავა - 7,5 ქულა;

II ადგილი - პარმენ გელაზონია - 7 ქულა

III ადგილი - ნიკოლოზ ჩხაიძე - 6,5 ქულა

IV ადგილი - ნიკოლოზ პეტრიაშვილი - 6,5 ქულა;

V ადგილი - ნიკა ვოლკოვი - 6 ქულა;

ქალები

I ადგილი - ლელა ჯავახიშვილი - 7 ქულა;

II ადგილი - ბელა ხოტენაშვილი - 6 ქულა;

სენიორები (ვაჟები - 01.01.1970 წ.მდე)

I ადგილი - ზაზა ხოფერია - 5 ქულა;

II ადგილი - გოჩა თორია - 5 ქულა;

სენიორები (ქალები - 01.01.1970 წ.მდე)

I ადგილი - ნონა გაფრინდაშვილი - 4,5 ქულა;

II ადგილი - თამარ ხმიადაშვილი - 3,5 ქულა

18 წლამდე ჭაბუკი (2001 წ. და შემდეგ დაბადებულნი)

I ადგილი - ლუკა ობოლაძე - 5 ქულა;

II ადგილი - ზურა გონგლიაშვილი - 4 ქულა;

18 წლამდე გოგონა (2001 წ. და შემდეგ დაბადებულნი)

I ადგილი - ლილე ქორიძე - 3,5 ქულა;

II ადგილი - თამარ ლაგაზაური - 2,5 ქულა;

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მსმენელი საუკეთესო გოგონა - კატო ფიფია - 3 ქულა;

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მსმენელი საუკეთესო ჭაბუკი - ნიკოლოზ კაჭარავა - 4,5 ქულა;

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

0.120911