ფეხბურთი

14:47 | 13.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მე-6 ეროვნული ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში

21-23 ივნისს, შეკვეთილში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქვიშის ფეხბურთში საქართველოს მე-6 ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს. ჩემპიონატი სამი ეტაპისგან შედგება, ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, ჩვენს ქვეყანას 2020 წლის ევროპის ჩემპიონთა საკლუბო თასზე წარადგენენ.

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებით საქართველოს ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც მიმდინარე წლის, 5-7 ივლისს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდის მეტოქეები დანიის, ბულგარეთისა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

საქართველოს მე-6 ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდები:

UG, თბილისი
კახეთი, თელავი
შევარდენი, ოზურგეთი
ბსუ, ბათუმი
ჭაბონამა, ფოთი
საზღვაო აკადემია, ბათუმი
დინამო, ბათუმი
ქუთაისი

www.gff.ge

0.139087