გამოქვეყნდა ინგლისის პრემიერლიგის 2019-20 წლების კალენდარი. ახალი ჩემპიონატის პირველ მატჩში 9 აგვისტოს, „ლივერპული“ ელიტაში წლეულს დაბრუნებულ „ნორვიჩს“ უმასპინძლებს.
მოქმედი ჩემპიონი, „მანჩესტერ სიტი“ ლონდონში „ვესტ ჰემს“ ეწვწვა. „ტოტენჰემი“ „ასტონ ვილას“ მიიღებს, „არსენალი“ – „ნიუკასლს.“
ტურის ბოლო შეხვედრა 11 აგვისტოს გაიმართება „ოლდ ტრაფორდზე.“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ჩელსის“ დაუხვდება.