„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ლეროი სანემ, ჟურნალისტებთან მისი „ბაიერნში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე ისაუბრა.
„გამორიცხული არაფერია. ახლა შვებულებაში ვარ. დავბრუნდები და ყველაფერი გაირკვევა. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით.“ - განუცხადა სანემ Bild-ს.
გერმანული მედია უკვე წერდა, რომ ადრე სანემ უარყო მიუნხენური კლუბის წინადადება. საქმე ის არის, რომ ჯერ ერთი, „სიტის“ არ უნდა მისი გაშვება. მეორეც, თავად სანესაც არ ხიბლავს ბუნდესლიგაში დაბრუნების პერსპექტივა.