მადრიდში ფეხბურთელების სახლებს ერჩიან. ალვარო მორატას შემდეგ მადრიდის „რეალის“ წევრების, ისკოსა და ზინედინ ზიდანის ჯერი დადგა და ამჯერად ისინი გაძარცვეს.
როგორც As-ი იტყობინება, დამნაშავეებმა ესპანელი ფეხბურთელისა და ფრანგი მწვრთნელის სახლში შეაღწიეს და გაქურდეს.
ჯერჯერობით დამნაშავეთა ვინაობა დაუდგენელია, პოლიციის ცნობით, დანაშაული ორგანიზებული და პროფესიონალ დამნაშავეების მიერაა ჩადენილი.