ქუთაისის „ტორპედოს“ მცველი მამუკა კობახიძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. როგორც იმერულის გუნდის ფეისბუქ გვერდი წერს, 26 წლის მცველი „ტორპედოს“ რიგებში ბოლო შეხვედრას 15 ივნისს, საჩხერის „ჩიხურასთან“ ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.
კობახიძეს ქუთათურებთან კონტრაქტი ამოეწურა და „დინამოში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
შეგახსენებთ, მამუკა კობახიძემ „ტორპედოს“ მაისური ერთი წლის წინ მოირგო და გუნდთან ერთად საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოიგო. ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს „რუსთავის“, „ლოკომოტივის“, „ზესტაფონის“, „დილას“, „მორდოვიას“, „რუბინის“, „ალანიასა“ და „ნეფტეხიმიკის“ რიგებში უთამაშია.