ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ შტუტგარტში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 754 540 ევრო) პირველივე წრეში გამოეთიშა.
მე-4 ნომრად განთესილი ბასილაშვილი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც ძველ ნაცნობს – მარტონ ფუჩოვიჩს გაეჯიბრა და სამ სეტში მარცხი განიცადა.
ნიკამ პირველ სეტში იმარჯვა და მოგვიანებით მატჩპოინტიც ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ, უხერხულ მოწინააღმდეგედ მიჩნეულ უნგრელთან 7:6 (7:4), 2:6, 5:7 წააგო.