მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი კარიერას კატალონიის „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია, მაგრამ „როხიბლანკოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟილ მარინმა ყველაფერი გაასაჯაროვა.
„კარგად ვიცით, სადაც ითამაშებს. მარტიდან მოყოლებული ვიცოდით, რომ ანტუანი „ბარსელონაში“ მიდიოდა“, - უთხრა მარინმა Sport-ს.
ცოტა ხნის წინ თავად გრიზმანმაც განაცხადა, რომ უკვე იცოდა სად ითამაშებდა დამდეგ სეზონში, მაგრამ კონკრეტული გუნდი არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოდან“ ანტუან გრიზმანის წასვლა თვეზე მეტია ოფიციალურად დადასტურდა. ფრანგი მადრიდელთა ღირსებას 2014 წლიდან მოყოლებული იცავდა.