ფეხბურთი

19:22 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს რეკორდი და 13:0, ალექს მორგანის 5 გოლი და 3 საგოლე პასი (+VIDEO)

საფრანგეთში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველი ტურში რეკორდი დამყარდა.

F ჯგუფში აშშ-ს ნაკრები რეიმსში ტაილანდს დაუპირისპირდა და 13:0 გაანადგურა. ეს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი სხვაობაა. შესაბამისად, აშშ რეკორდის, ხოლო ტაილანდი ანტირეკორდის ავტორი გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ამერიკელთა ვარსკვლავმა ალექს მორგანმა ტაილანდელთა კარში 5 გოლის გატანა მოახერხა და სამი საგოლე პასი მიითვალა.

0.114104