„პარი სენ ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ კილიანმა კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა და ამის გაკეთება 20 წლისა და 5 თვის ასაკში მოასწრო. თანაც, ამისთვის 180 მატჩის ჩატარება დასჭირდება.
საინტერესოა, რომ მსგავსი შედეგი ხსენებულ ასაკში თვით ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს არ ჰქონდათ. პორტუგალიელმა აღნიშნული ზღვარი 22 წლისა და 356 დღის ასაკში, ხოლო არგენტინელმა 22 წლისა და 97 დღის ასაკში გადალახეს.
მბაპემ საიუბილეო გოლი გუშინ, ანდორას წინააღმდეგ გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ ხსენებული 100 გოლიდან 20 წლის შემტევმა 76 მარჯვენა ფეხით, 19 მარცხენა ფეხით, ხოლო 5 თავით გაიტანა.
გუნდებზე კი ეს გოლები შემდეგნაირად ნაწილდება:
„პარი სენ ჟერმენი - 60 გოლი
„მონაკო“ – 27
საფრანგეთის ნაკრები - 13