ფეხბურთი

16:25 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვაკო გვილიამ "გურნიკი" დატოვა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ „გურნიკი“ დატოვა. ამის შესახებ პოლონური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. როგორც კლუბის სპორტული დირექტორი არტულ პლატეკი ამბობს, გვილიამ გუნდში დარჩენა არ მოინდომა.

„ვაკომ რამდენიმე დღის წინ გვითხრა, რომ პასუხს სანაკრებო თამაშების შემდეგ გვეტყოდა. ჩვენ კარგი კონტრაქტი შევთავაზეთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის „ლუცერნის“ ფეხბურთელია. სამშაბათ საღამოს გვილიამ გვითხრა, რომ „გურნიკის“ წინადადება არ მიიღო და მის გადაწყვეტილებას ჩვენი გუნდი პატივსცემს“, - ციტირებს გუნდის ვებგვერდი პლატეკის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ვაკო გვილია „გურნიკში“ იანვარში 6-თვიანი იჯარით „ლუცერნიდან“ გადავიდა და ჟაბრჟელებს მისი გამოსყიდვის დიდი სურვილიც ჰქონდათ. ვაკომ „გურნიკის“ რიგებში ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 25 წლის ფეხბურთელი. გვილიას სატრანსფერო უფლებები „ლუცერნს“ ეკუთვნის, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენებური შვეიცარიულ გუნდში დარჩეს.

0.119456