ფეხბურთი

16:00 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიბალამ „იუვენტუსი,“ შესაძლოა, რონალდუს გამო დატოვოს

„იუვენტუსის“ არგენტინელი თავდამსხმელი, პაულო დიბალა, მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი დატოვოს - გვამცნობს Sky Sports.

დიბალას წასვლის ირიბი მიზეზი, შესაძლოა, გუნდში კრიშტიანუ რონალდუს მისვლა იყოს. პორტუგალიელის გამოჩენის შემდეგ, გუნდი 4-3-3 ტაქტიკურ სქემაზე გადაეწყო. შედეგად, პაულო სულ უფრო იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში, ხოლო თუ ათამაშებდნენ, მისთვის უჩვეულო მარჯვენა ფრთაზე ამწესებდენენ.

სერია А-ს გასულ სეზონში დიბალამ „იუვენტუსის“ მაისურით 30 მატჩში ითამაშა (24 ძირითადში), 5 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113434