კალათბურთი

15:10 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

Jr. NBA-GBF მეორე ლიგაში პლეი ოფი 6-მა გუნდმა გაინაღდა

დასასრულს უახლოვდება ჯუნიორ NBA-GBF ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ჯგუფებში თამაშების უმეტესობა ჩატარდა და ლიდერებიც გამოიკვეთა. შეგახსენებთ, რომ ჯუნიორ ნბა საქართველოში მე-4 წელია, ტარდება, წლეულს კი პირველად იმართება ამ ტურნირის მეორე ლიგა, რაც გუნდების აქტივობით იყო გამოწვეული და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ნბა-ს ოფისთან აქტიური მუშაობის შემდეგ მისი ჩატარებისთვის საჭირო გზები მოიძებნა.

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მსგავსად, პლეი ოფში თითო კონფერენციიდან (აღმოსავლეთი და დასავლეთი) 8 გუნდი გადის. შესაბამისად, ატლანტიკის, ცენტრალისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის დივიზიონებში არსებული 15 გუნდიდან პლეი ოფში 8 საუკეთესო გადაინაცვლებს და ამდენივე გავა დასავლეთ კონფერენციის 3 დივიზიონიდან: ჩრდილო-დასავლეთიდან, პასიფიკიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან.

თითო კონფერენციიდან პლეი ოფში გასული გუნდების ვინაობა საბოლოოდ მატჩების დასრულების შემდეგ დადგინდება, ამ მომენტისთვის კი ჯგუფიდან გასულები არიან:

აღმოსავლეთ კონფერენციიდან – იბერი2 (ნიუ იორკი), ბასტიონი1 (ბოსტონი), ლომები (ვაშინგტონი)
დასავლეთ კონფერენციიდან – ჰიუნდაი2 (ნიუ ორლეანი), ზაზა4 (ლეიკერსი), ლეგიონი (დენვერი)

როგორც ხედავთ, პლეი ოფი განაღდებული აქვს 6 გუნდს, ხოლო მათი რიცხვი, როგორც ზემოთ ვთქვით, 16-ამდე უნდა შეივსოს და 20 ივნისიდან პლეი ოფის მატჩებიც გახურდება (იხილეთ პლეი ოფის ბადე). ყველა სტადიაზე ერთმატჩიანი სერიები – ანუ ოლიმპიური სისტემა იქნება. ყველა შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

www.gbf.ge

თეგებიJunior NBA-GBF ლიგა
0.113794