ფეხბურთი

14:43 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

„რეალის“ ახალწვეულმა, ლუკა იოვიჩმა, მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში წარმარებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და წარდგენისთვის მზადაა - წერს „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

ცოტა ხანში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 21 წლის სერბს ოფიციალურად წარადგენენ.

მისი „აინტრახტიდან“ „რეალში“ გადასვლის შესახებ, 4 ივნისს გახდა ცნობილი. მას კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმეს. სატრანსფერო თანხა არ სახელდება, თუმცა მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ „რეალმა“ „აინტრახტს“ დაახლოებით 65-70 მილიონი ევრო გადაუხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117464