ფეხბურთი

10:48 | 12.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის დუბლი

ამერიკის ღია თასის 1/16-ფინალში ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსემ" შინ "საკრამენტო" 4:3 დაამარცა, რაშიც ლომის წილი ვაკომ დაიდო.

2:2-ზე, 78-ე წუთზე ვაკომ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბუთი მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა და კარში ისე აღმოჩნდა. 91-ე წუთზე ყაზაიშვილი მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა და ქართველმა შემტევმაც ზუსტად დაარტყა.

ამ გამარჯვებით, "სან ხოსემ" 1/8-ფინალური საგზური მოიპოვა სადაც "სიეტლი" - "პორტლენდის" გამარჯვებულს შეხვდება .

0.12107