„მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამარჯვების შემდეგ (3:0), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ეს შეხვედრა ყაზახეთთან მატჩს ჰგავდა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა მათი გატეხვა. მოთმინება გვეყო. კარგი თამაში ვუჩვენეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. აქამდე სანაკრებო შეხვედრები ტრავმის გამო გამოვტოვე და მიხარია, რომ ამჯერად ჩემი წვლილი შევიტანე გამარჯვებაში. ახლა 12 ქულა გვაქვს. სექტემბერში დავბრუნდებით და ვეცდებით, ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზური ადრევე მოვიპოვოთ.“ - უთხრა დე ბრუინმა უეფას პრესსამსახურს.
4 ტურის შემდეგ, 12 ქულით, ბელგიის ნაკრები I ჯგუფის ლიდერია.