ფეხბურთი

22:15 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი ზარას გაუთანაბრდა

ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთმა შვედეთი 3:0 დაამარცხა. 64-ე წუთზე ესპანეთის პირველი გოლი მცველმა სერხიო რამოსმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

რამოსს ესპანეთის ნაკრებში 20 გატანილი გოლი დაუგროვდა, რითაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ტელმო ზარას გაუთანაბრდა. ტელმომ 20 მატჩში მოახერხა ამდენივე გოლის გატანა.

ესპანეთის ნაკრებში ყველაზე მეტი 59 გოლი დავიდ ვილას ანგარიშზეა. მეორე ადგილზე 44 გოლით რაულია.

0.113773