სხვა

20:41 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში სერფერთა და აფროსანთა არენების დასუფთავების აქცია ჩაატარეს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სერფერთა და აფროსანთა სარბიელი გარემოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნაგვისგან გაწმინდეს. 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლებს შესაბამისი აქციით სურდათ საზოგადოების ყურადღება გაემახვილებინათ პლასტიკური ნარჩენებისგან ოკეანიის დაბინძურების პრობლემაზე.

ცურიგასაკისა და ენოშიმას სანაპირო ზოლის დალაგების აქციაში დაახლოებით 150 მოხალისე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ძირითადად სერფერები და სტუდენტები, რომლებიც ხუთ ჯგუფად განაწილდნენ. შეგროვდა 45 კილოგრამამდე პლასტმასის ბოთლი და პოლიეთილენი.
სერფინგის ოლიმპიური დებიუტი შედგება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ხუთრგოლიან კალენდარში 2020 წლის 26-29 ივლისაა ჩანიშნული.

www.geonoc.org.ge

0.116355