კალათბურთი

19:41 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტმა" სხვაობა შეამცირა, დურანტი ისევ ტრავმირებულია

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში "გოლდენ სტეიტმა" გასვლაზე "ტორონტოს" 106:105 აჯობა და სერიაში სხვაობა შეამცირა (2:3).

"გოლდენ სტეიტს" კევინ დურანტი დაუბრუნა, თუმცა კევინმა მხოლოდ 11 წუთი ითამაშა და მყესი ისე დაიზიანა, სავარაუდოდ პარკეტზე ექვსი თვე ვეღარ გამოვა. დურანტულამ გუნდს მნიშვნელოვანი 11 ქულა და 2 მოხსნა შესძინა.

თითქმის მთელი შევედრა "მეომრები" ანგარიშით წინ იყვნენ. თუმცა ბოლო წუთებზე კანადელები ექვსი ქულით წინ გავიდნენ. კლეი ტომპსონის და სტეფ კარის ზუსტი სამქულინების წყალობით "ოქროს შტატელები" ერთი ქულით დაწინაურდნენ. მატჩის ბოლო წამზე კაილ ლოურიმ სამქულიანი ისროლა, ბურთი რომ ჩაეგდო "ტორონტო" ნბა-ს ჩემპიონი ხდებოდა, თუმცა სროლის მომენტში დრეიმონ გრინმა ბურთს თითი უმნიშვნელოდ გაკრა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ "მეომრებს" მეორე შეხვედრა მოეგოთ.

მატჩში ყველაზე მეტი 31 ქულა კარიმ ჩააგდო, ტომპსონს 26 ქულა ჰქონდა. კავაი ლეონარდმა გუნდს 26 ქულა 12 მოხსნა და 6 პასი შესძინა.

სერიის მეექვსე შეხვედრა ოკლენდში 14 ივნისს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

0.113726