ფეხბურთი

16:05 | 11.06.2019 | ნანახია 1384 - ჯერ

14 წლამდე დინამოელებმა ბულგარული ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს

ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში სტარტი აიღო VIVACOM CUP გათამაშებამ, რომელშიც მონაწილეობას თბილისის "დინამოს" აკადემიის 14 წლამდელთა გუნდიც იღებს.

ორჯგუფიან ტურნირში თბილისელთა მეტოქეები (B ჯგუფი) სერბული "ვოივოდინა" და უკრაინული "ჩერნომორეცი არიან", A ჯგუფში მასპინძელ "ლუდოგორეცთან ერთად კი, თავი მაკედონიურმა "რაბოტნიჩკიმ" და რუმინულმა "უნივერსიტატეამ" მოიყარეს. ტროფეის ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები გაითამაშებენ. დინამოელთა პრესსამსახურის ცნობით, ქართველი ჭაბუკები პირველ ტურში "ვოივოდინას" დაუპირისპირდნენ და სერბული გუნდი 4:2 დაამარცხეს. დუბლი ნიკა ნინიძემ შეასრულა, თითოჯერ კი თავი გიორგი სურმავამა და ლუკა შეროზიამ გამოიჩინეს. ვასილ გეგუჩაძის გუნდი ჯგუფში მეორე შეხვედრას ოდესის "ჩერნომორეცთან" 13 ივნისს გამართავს, ფინალური შეხვედრები კი 14 ივნისს შედგება.

U14 "დინამო" (თბილისი) - "ვოივოდინა" (ნოვი სადი) 4:2

U14 დინამო: ბაჩილავა, ბუცხრიკიძე, ხარჩილავა, სურმავა, სიგუა, ცეცხლაძე, პარკაძე, ნინიძე, ფარცვანია, გიუნაშვილი, შეროზია.

სათადარიგოები: იობაშვილი, ჩიხრაძე, ჩხიკვაძე, ხორხელი, ბულუხაძე, უკლება, მახარაძე, ჯიქია.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:21 | 20.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მოკლეთ ბუდუს წარმატებები

00:21 | 20.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იაშვილი და კობიაშვილი

00:21 | 20.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

აადა ის ბუნდესლიგა კარგი იყო ქართველები რომ იყვნენ

00:20 | 20.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მალე ეს ყვრლაფერი პირველ ბუნდესლიგაშიც გაგეკეთებინოს

00:19 | 20.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ყოჩაღ ბუდუ

23:00 | 17.12.2023
ბაგი-რეი (2264)

გამახსენა კვარაცხელიას გოლი შვედეთთან

23:04 | 17.12.2023
ბაგი-რეი (2264)

stripslashes((strlen('https://youtu.be/bcrXz89YQxc?si=Mfrjj-vsxORHYP-Z')>0?'https://youtu.be/bcrXz89YQxc?si=Mfrjj-vsxORHYP-Z':'https://youtu.be/bcrXz89YQxc?si=Mfrjj-vsxORHYP-Z'))

20:47 | 17.12.2023
sul2 (1775)

ბუდუ მაგარი ხარ მართლა, იღბალი უნდა ყველაფერს ცხოვრებაში, თორე მილიკი იუვეში უნდა იყოს შენ მეორე ბუნდესლიგაში? პირდაპირ პროპორციულად არ განისაზღვრება ფეხბურთელის შესაძლებლობები მისი კარიერით...

20:14 | 17.12.2023
valeri8848 (2622)

ამან აიწყვიტა საგოლეს არ მაზავს

0.068333
1384