ფეხბურთი

15:16 | 11.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ და „სიტი“ მაგუაირისთვის იბრძოლებენ

„ლესტერის“ მცველი, ჰარი მაგუაირი, ორი მანჩესტერული გრანდის, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ინტერესების სფეროში მოექცა - გვამცნობს Sky Sports.

თავის მხრივ, „ლესტერი“ არ ჩქარობს თავის ლიდერთან განშორებას, კონტრაქტის დამთავრებამდე, რომელიც 2023 წელს იწურება. სხვა მხრივ, წყაროს ცნობით, „მელიებმა“ მაგუაირი შეიძლება 80 მილიონ ევროდ გაყიდონ.

„იუნაიტედი“ თანახმაა ეს თანხა გადაიხადოს, თუ „ნაპოლისთან“ კალიდუ კულიბალის თაობაზე ვერ მოილაპარაკებს. მთავარი სამიზნე „ალისფერი ეშმაკუნებისთვის“ ამჟამად სწორედ სენეგალელი მცველია.

26 წლის მაგუაირი „ლესტერში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „ჰალ სიტიდან,“ 13,7 მილიონ ევროდ.

Loading...
0.143696